სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:37 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო სამყაროს ერთი მალდინი დარჩა: გავიხსენოთ ჩეზარე...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიას და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ერთი მალდინი დარჩა – პაოლო. მამამისი, ჩეზარე გუშინ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. უფროსი მალდინი შვილივით წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასო” და ამ შემთხვევაში ასეც გამოვიდა.

თუმცა, არც თვითონ ჰქონია ურიგო საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა. სწორედ ამიტომაც, საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ მოკლედ, უფროსი მალდინის მიღწევებს და შედეგებს...

პირველი ჩემპიონთა თასი – ჩეზარე მალდინი პირველი იტალიელი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ჩემპიონთა თასი აღმართა. 1963 წლის 22 მაისს, “მილანმა” ფინალში “ბეფიკას” მოუგო, ხოლო იმდროინდელ “როსონერის” სწორედ აწ განსვენებული კაპიტნობდა.

სკუდეტო პირველივე წელს – 1954-1955 წლების სეზონში მალდინიმ სკუდეტო მოიგო. მაშინ იგი “მილანში” პირველ სეზონს ატარებდა, რადგან ლომბარდიულ გრანდს “ტრიესტინადან” ერთი წლით ადრე შეუერთდა.

1982 წლის მუნდიალი – იტალიამ 1982 წელს ესპანეთში ფურორი მოახდინა და მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. მაშინდელ “სკუადრა აძურას” შტაბში ჩეზარეც გახლდათ – როგორც ენცო ბეარძოტის თანაშემწე.

იტალიის ახალგაზრდულ ნაკრები და “ჰეთ თრიქი” – ამის შემდგომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვიტეს მალდინი დაეწინაურებინათ და იტალიის 21-წლამდე ნაკრები ანდეს, სადაც მთავარ ნაკრებში წასული აძელიო ვიჩინი ჩაანაცვლა. უფროსმა მალდინიმ პატარა იტალიელებთან ჩინებულად იმუშავა და 1992, 1994 და 1996 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო შესაბამისი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატი. იმ დროინდელ “აძურიში” მომავალი ვარსკვლავები, ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო ნესტა, ფაბიო კანავარო, ფრანჩესკო ტოტი, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, ალესანდრო დელ პიერო, ენრიკო კიეზა, კრისტიან პანუჩი და სხვანი თამაშობდნენ.

იტალიის ეროვნული ნაკრები – 21-წლამდელებში ნაჩვენები დიდებული შედეგების მერე მალდინის ეროვნული ნაკრებიც ანდეს. მან 1996 წლის წარუმატებლად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არიგო საკი შეცვალა და გუნდი 1998 წლის მუნდიალზე გაიყვანა (იტალიამ პლეი-ოფში რუსეთს 2:1 აჯობა). საფრანგეთში კი “სკუარდა აძურა” თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა და ვინ იცის, იქნებ ეპირველა კიდეც, მეოთხედფინალში მასპინძლებთან ოდნავ მეტი იღბალი რომ ჰქონოდა. აპენინელებმა თამაშით მომავალი ჩემპიონები აშკარად დაჯაბნეს და გოლის გატანა არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც დემეტრიო ალბერტინიმ და ლუიჯი დი ბიაჯომ იტალია სამშობლოში დააბრუნეს.

“დერბი დელა მადონინა” და 6:0 – სილვიო ბერლუსკონიმ ჩეზარეს სახლში უხმო და 2000-2001 წლების სეზონის მიწურულს მან “მილანი” დროებით ჩაიბარა. მიუხედავად მცირე დროისა, მისი ხელმძღვანელობით “როსონერიმ” მილანური დერბი “ინტერს” 6:0 მოუგო.

პარაგვაული თავგადასავალი – მერე მან პარაგვაის ნაკრები ჩაიბარა და 2002 წლის მუნდიალზე ათამაშა. მაშინ ჩეზარე 70 წლის გახლდათ და მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი იყო 2010 წლამდე, სანამ ოტო რეჰაგელმა აღნიშნული რეკორდი არ მოუხსნა. სამხრეთამერიკელები კი მალდინის მეთაურობით ჯგუფიდან გავიდნენ (ესპანეთთან, სლოვენიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ჭიდილში) და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მომავალ ფინალისტ გერმანიასთან 0:1 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.144209
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X