ფეხბურთი

11:46 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი "რეალით" ამაყობს

მადრიდის "რეალი" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კატალონიის "ბარსელონასთან" მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ შეხვედრა შეაფასა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით შედეგით. რთული იყო, რადგან "კამპ ნოუზე" ვთამაშობდით. ჩემი ფეხბურთელებით, "რეალით" და იმ ფაქტით, რაც მათ გააკეთეს ამაყი ვარ. "რეალი" დაცვაშიც და თავდასხმაშიც კარგად გაისარჯა. ჩვენ გვჭირდება მოგებათა სერიის გაგრძელება. მართალია "ბარსელონას" 7 ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

ლა ლიგის 31-ე ტურში "ბლაუგრანა" შინ "სამეფო კლუბთან" 1:2 დამარცხდა. მატჩში ანგარიში პიკემ გახსნა, ანგარიში ბენზემამ გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი რონალდუმ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120815