ფეხბურთი

16:29 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას “დუისბურგს” შანსი უფრო შეუმცირდა

გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” მორიგი მატჩი წააგო მეორე ბუნდესლიგაში. ამჯერად “ჰაიდენჰაიმთან” შინ 0:2. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო, ვიდრე მეორე ნახევარში. “დუისბურგი” ბოლო ადგილზეა და ლიგაში დარჩენის მიზერული შანსიღა აქვს, რადგან ბოლოდან მესამეზე მყოფ გუნდს 6 ქულით ჩამორჩება. წინ კი მხოლოდ ექვსი ტურია.

პოლონეთში ლაშა დვალის “შლიონსკმა” მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, კერძოდ, გასვლაზე 1:0 პოზნანის “ლეხთან”. დვალმა 90 წუთი ითამაშა. “შლიონსკი” ბოლოდან მესამეზეა.

პოლონეთშივე, ლადო დვალიშვილის “პოგონმა” სტუმრად 1:1 დაასრულა მატჩი “გურნიკთან” და მესამე ადგილზეა. დვალიშვილი 75-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მას უკანდაწეულ ფორვარდად ათამაშებენ.

0.119497