ფეხბურთი

19:21 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ დონარუმას სატრანსფერო ფასი დაადო

იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების და "მილანის" 17 წლის მეკარის ჯანლუიჯი დონარუმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი 38 მილიონი ევრო ღირს. ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელის შეძენა ლონდონის "ჩელსის" სურს, თუმცა რაიოლა ამას უარყოფს.

"ინგლისური კლუბის ინტერესი დონარუმას მიმართ ჭორია. ფეხბურთელით დაინტერესების შემთხვევაში "მილანს" ყველაფერი ეცოდინებოდა. თუ დონარუმას მსურველი კლუბი გამოჩნდება, უნდა იცოდნენ, რომ მის სანაცვლოდ 38 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ." - ციტირებს Gazzetta dello Sport-ი რაიოლას სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა 22 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 17 გოლი და 8 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.113166