რაგბი

14:06 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის პასუხი პარისეს

საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ იტალიელ სერჯო პარისეს უპასუხა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ექვს ერში იტალიის ადგილის დაკავებას არცერთი სხვა გუნდი არ იმსახურებს.

„სერჯოს პატივს ვცემ, ის მსოფლიო დონის მოთამაშეა, მაგრამ მსგავსი საკითხები მისი გასარჩევი არაა. მისი საქმეა ითამაშოს და არა გადაწყვიტოს, თუ ვინ იმსახურებს ექვს ერში თამაშს და ვინ - არა. ჩვენ მისი სიტყვებით შეურაცხყოფილები ვართ. მოცემულ მომენტში საქართველოს ნაკრები მართლაც არაა მზად ექვს ერში სათამაშოდ. მაგრამ ჩვენი სურვილია განვვითარდეთ და უფრო მაღალ დონეზე გავიდეთ, ამისთვის კი, გვჭირდება თუნდაც შუალედური ტურნირი, რომელიც ერთა თასზე უფრო მაღალი დონის იქნება.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - დღევანდელი საქართველო არ მიიღებდა უელსისგან 70-მდე ქულას. ჩვენ რომ იმდენივე წელი გვეთამაშა ექვს ერში, რამდენსაც იტალია თამაშობს, ბევრად დიდი პროგრესი გვექნებოდა.

წლეულს შესანიშნავი ტესტები გველის შოტლანდიასთან, ფიჯისთან, სამოასთან, იაპონიასა და ტონგასთან. ამით დიდ გამოცდილებას შევიძენთ. თუმცა, ჩემის აზრით, საქართველო რეგულარულად უნდა თამაშობდეს ექვსი ერის წარმომადგენლებთან. პატივს ვცემთ ერთა თასზე ჩვენს მოწინააღმდეგეებს, თუმცა, რუმინეთის გარდა იქ კონკურენციას ვერავინ გვიწევს“, - აღნიშნა გორგოძემ.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120715