ფეხბურთი

13:55 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: "ინგლისმა გამარჯვება დაიმსახურა"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ინგლისთან ამხანაგური მატჩის წაგების (2:3) შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დიდი ვერაფერი გააკეთა და მოწინააღმდეგემ გამარჯვება დაიმსახურა.

"ვფიქრობ ინგლისმა მოგება დაიმსახურა. სწრაფად ვერ ვთამაშობდით და შესაბამისად თამაშსაც ვერ ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში დაცვაში უფრო ცუდად ვითამაშეთ, ხოლო მოწინააღმდეგე სწრაფად რეაგირებდა, შესაბამისად თამაშიც მოიგო." - ციტირებს ZDF-ი გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერიკ დიერის მიერ თავური დარტყმით გატანილი გოლით მოუგო. გერმანია მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას "ალიანს არენაზე" იტალიასთან გამართავს.

0.115818