ფეხბურთი

2:20 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მოდენამ” კრესპო დაითხოვა

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის ერნან კრესპოს სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა. “მოდენას” ხელმძღვანელობამ 40 წლის არგენტინელს მორიგი მარცხი აღარ აპატია და კარისკენ მიუთითა.

“მოდენა” გუშინ საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა და 93-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ ორ წუთში ამდენივე ბურთი გაუშვა და დამარცხდა, რასაც კრესპოს განთავისუფლება მოჰყვა.

“მოდენა” 35 ქულით მე-18 ადგილზეა და ფლეი-აუტის ზონაშია.

შეგახსენებთ, რომ კრესპო სერია B-ს კლუბში სეზონის დასაწყისიდან მუშაობდა.

0.118017