ფეხბურთი

23:44 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” ჰოვარდის შემცვლელს ეძებს

ლივერპულის “ევერტონი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მეკარეს დაიმატებს. აღნიშნულ ინფორმაციას მთელი რიგი ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

სეზონის დასრულებისთანავე, “ევერტონს” დატოვებს ვეტერანი მეკარე ტიმ ჰოვარდი, რომელიც 2006 წლიდან თამაშობს მერსისაიდულ კლუბში და 439-ჯერ დაუცავს მათი კარი. ჰოვარდმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მის ნაცვლად, ხოელ რობლესი თამაშობს. თუმცა, რობერტო მარტინესი თანამემამულის იმედად ყოფნას არ აპირებს და მაღალი დონის მეკარის დამატება სურს.

მარტინესის სიაში მოხვდნენ: ეურელიო გომეში (“უოტფორდი”), მარკო სპორტიელო (“ატალანტა”), სტივ მანდანდა (“მარსელი”), ასმირ ბეგოვიჩი (“ჩელსი”) და ხაუმე დომენეში (“ვალენსია”).

როგორც ცნობილია, მარტინესს ყველაზე მეტად ხაუმეს დამატება სურს, რომელმაც “ვალენსიას” რიგებში მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და ვისენტე დელ ბოსკეს მოწონებაც კი დაიმსახურა, თუმცა გარი ნევილის მოსვლის შემდგომ, მისი პოზიციები შეირყა და 25 წლის მეკარეს თამაში აღარ უწევს. იმ შემთხვევაში, თუ დომენეშს სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მისი “გუდისონ პარკზე” გადასვლა საკმაოდ რეალური იქნება.

თეგები“ევერტონი”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113638