სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ისტორია

9:31 | 25.03.2016 | ნანახია 912 - ჯერ

25 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949 – დაიბადა მანუჩარ მაჩაიძე. თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. გამოდიოდა თბილისის “დინამოში” (1968-1980), თბილისის “ლოკომოტივში” (1969), ტაშკენტის “ფახთაქორში” (1980), მოსკოვის “სპარტაკში” (1981), ქუთაისის “ტორპედოში” (1981-82). “დინამოს” შემადგენლობაში ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 295 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. მონაწილეობა მიიღო საკავშირო თასის გათამაშების 56 (5), საერთაშორისო 80 (15), მათ შორის ევროთასების 26 (2) შეხვედრაში. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1977 წელს ვერცხლის მედლის მფლობელი, ხოლო 1971, 1972, 1976 (გაზაფხული-შემოდგომა) წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 1976 და 1979 წლებში მოიპოვა საკავშირო თასი. 1976-1980 წლებში მანუჩარ მაჩაიძე იყო “დინამოს” კაპიტანი. “დინამოს” კაპიტანთაგან ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის კაპიტნობითაც გუნდი საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა. იყო საბჭოთა კავშირის პირველი და ოლიმპიური ნაკრებების წევრი. ევროპის ჩემპიონატისა (1980) და ოლიმპიური თამაშების (1976, 1980) შესარჩევი ტურნირების მონაწილე. “33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს რვაჯერ (1978 და 1979 წლებში პირველ ნომრად). იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-1999). მანუჩარ მაჩაიძე ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1882 - პლანეტის უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში პირველად გავიდა გუნდი, რომელიც ლონდონს არ წარმოადგენდა. ეს გუნდი “ბლექბერნ როვერსი” იყო, რომელმაც პრიზისთვის გადამწყვეტი მატჩი 0:1 წააგო.

1896 - ათენში სტარტი აიღო თანამედროვეობის პირველმა ოლიმპიურმა თამაშებმა.

1903 - არგენტინის დედაქალაქის უბან აველიანედაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რასინგი”. გუნდი არგენტინის 16-გზის ჩემპიონია, 1967 წელს მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი (1967). 1988 წელს დაეუფლა სუდამერიკანასა და ინტერამერიკანას თასებს. “რასინგი” თამაშობს “ესტადიო ხუან დომინგო პერონის” სტადიონზე, რომელიც 64 161 ათას მაყურებელს იტევს.

1916 - სუპერმძიმე წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამართული ათრაუნდიანი ორთაბრძოლა ჯეს უილარდსა და ფრენკ მორანს შორის მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.

1916 - ქალებს მოკრივეთა პაექრობებზე დასწრების უფლება მისცეს.

1958 - შუგარ რეი რობინსონი პირველი მოკრივე გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.

1972 - ბობი ჰალი, ჰოკეის ეროვნული ლიგის რიგით მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში 600 შაიბა გაიტანა.

1982 - უეინ გრეცკი, ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლ პლუს პასის სისტემით, რეგულარული პირველობის ერთი სეზონის განმავლობაში 200 ქულა დააგროვა.

1988 - სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონ მაიკ ტაისონის ყოფილმა მეუღლემ, რობინ გივენსმა “რკინის მაიკის” ფინანსების განკარგვის უფლება მოითხოვა.

1995 - სამწლიანი პატიმრობის შემდეგ მაიკ ტაისონი პატიმრობიდან გამოუშვეს.

2005 - ირანისა და იაპონიის ნაკრებების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის ერთ-ერთ სექტორში მომხდარი არეულობის შედეგად მაყურებელმა გასასვლელისკენ მიაშურა და მომხდარ ჭყლეტას სამი გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა. სხვადასხვა სახის დაზიანება 50 ქომაგმა მიიღო.

2006 - ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ დასავლეთის მესამე მაეგაშირა ივაკიამა დაამარცხა.

2006 - მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატში ჩინელმა ქსიუ იუჰუამ გაიმარჯვა.

2007 - საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში გამართულ ამხანაგურ მატჩში, ადგილობრივ “ვიქტორიას” მოუგო (2:1).

2007 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” “დალასთან” წააგო (97:104). ქართველმა ცენტრმა 30 წუთში, 14 ქულა მოაგროვა, 13 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი განახორციელა.

2008 - საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლებს 4:0 მოუგო.

2011 - ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დავიდ ვილიამ 2 გოლი გაუტანა ჩეხეთს (შეხვედრა 2:1 დასრულდა) და ესპანეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 46 ბურთით. ვილიამ რაულის რეკორდი (44) გააუმჯობესა.

2012 - 4 ოვერტაიმი და 68 წუთი – სწორედ ამდენი დრო გაატარეს “ფილიპს არენაზე” ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” და “იუტა ჯაზმა”, რაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში 1997 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მოგებულ (139:133) შეხვედრაში ჩინებულად მოთამაშე ქართველმა ცენტრმა 15 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა და კარიერის რეკორდებიც დაამყარა. მანამდე, ფაჩულიას ყველაზე მარათონული შეხვედრა 2006 წლის 15 მარტს “ნიუ იორკთან” ჰქონდა ჩატარებული - ქართველმა ცენტრმა 50 წუთს ითამაშა, ამჯერად კი, მოედანზე 54:10 წუთი გაატარა და ბოლომდეც დაიხარჯა.

სასიხარულოა, რომ ამ ისტორიულ მატჩში ფაჩულია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მეოთხედის დასრულებამდე ოთხიოდ წუთით ადრე, მოედანზე დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე მეოთხე ოვერტაიმის ბოლო წამებზე დაბრუნდა, ამდენად, ზაზამ დაახლოებით 24 წუთი შეუცვლელად (!) ითამაშა.

ამ დღეს დაიბადნენ

1897 - ზიგფრიდ ლინდბერგი. Gასული საუკუნის 20-იანი წლების შვეციის ნაკრების მეკარე. ითვლება შვედური სამეკარეო სკოლის ფუძემდებლად.

1926 - ლასლო პაპი. ლეგენდარული უნგრელი მოკრივე. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1948, 1952, 1956). მუშაობდა მწვრთნელად და მრავალი მაღალი კლასის მოკრივე აღზარდა.

1940 - იგორ რომიშევსკი. საბჭოთა კავშირის ნაკრების ჰოკეისტი. ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის პირველობების მრავალგზის ჩემპიონი.

1943 - პაველ ლენდილოვი. საბჭოთა მძლეოსანი. ათჭიდში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1945 - ივან ედეშკო. საბჭოთა კალათბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. აშშ-ის ნაკრებთან გამართულ ფინალურ მატჩში, ფინალურ სირენამდე სამი წამით ადრე ედეშკომ ზუსტი პასი მისცა ალექსანდრე ბელოვს, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.

1946 - ანტონის კოსტას ანტონიადისი. საბერძნეთის ნაკრებისა და ათენის “პანათინაიკოსის” ფორვარდი. მეტსახელად “მისტერ გოლი”. ხუთჯერ გახდა საბერძნეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი, ოთხჯერ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, ორჯერ – თასი. 1970-77 წლებში გამოდიოდა საბერძნეთის ნაკრებში. იყო ბერძენ ფეხბურთელთა პროფკავშირის თავმჯდომარე.

1949 - მანუჩარ მაჩაიძე. თბილისის 35- საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. გამოდიოდა თბილისისდინამოში” (1968-1980), თბილისისლოკომოტივში” (1969), ტაშკენტისფახთაქორში” (1980), მოსკოვისსპარტაკში” (1981), ქუთაისისტორპედოში” (1981-82). “დინამოს” შემადგენლობაში ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 295 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. მონაწილეობა მიიღო საკავშირო თასის გათამაშების 56 (5), საერთაშორისო 80 (15), მათ შორის ევროთასების 26 (2) შეხვედრაში. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1977 წელს ვერცხლის მედლის მფლობელი, ხოლო 1971, 1972, 1976 (გაზაფხული-შემოდგომა) წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 1976 და 1979 წლებში მოიპოვა საკავშირო თასი. 1976-1980 წლებში მანუჩარ მაჩაიძე იყო “დინამოს” კაპიტანი. “დინამოს” კაპიტანთაგან ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის კაპიტნობითაც გუნდი საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა. იყო საბჭოთა კავშირის პირველი და ოლიმპიური ნაკრებების წევრი. ევროპის ჩემპიონატისა (1980) და ოლიმპიური თამაშების (1976, 1980) შესარჩევი ტურნირების მონაწილე. “33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს რვაჯერ (1978 და 1979 წლებში პირველ ნომრად). იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-1999). მანუჩარ მაჩაიძე ღირსების ორდენის კავალერია.

1964 - ალექსეი პროკუროროვი. საბჭოთა მოთხილამურე. 1988 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1965 - მარია ურუტია. კოლუმბიელი ძალოსანი ქალი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1967 - ბრიჯიტ მაკმანი (შვეიცარია). ტრიატლონში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1969 - მურთაზ შელია. საქართველოს ნაკრების, ოჩამჩირის “ამირანის,” თბილისის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “საარბრიუკენის,” თბილისის “ლოკომოტივის” მცველი. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. რუსეთის ჩემპიონი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 29 მატჩი.

1970 - იგორ რაზორენოვი. უკრაინელი ძალოსანი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1971 - სტეისი დრაჟილა. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიო რეკორდის მფლობელი.

1971 - შერილ სვუპსი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1972 - რობერტო აკუნია. პარაგვაის ნაკრების, “ბოკა ხუნიორსის”, “ინდეპენდიენტეს”, “სარაგოსას”, “დეპორტივოს”, “ოლიმპიას” ნახევარმცველი. 1995 წელს მოიპოვა სუდამერიკანას, 2001-ში ესპანეთის სამეფო თასი. პარაგვაის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 2001 წელს დაასახელეს პარაგვაის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

1973 - ანდრეი ნიკოლიშინი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და ჰოკეის ერუვნული ლიგის კლუბ “ვაშინგტონ კეპიტალზის” მოთამაშე.

1976 - ვლადიმერ კლიჩკო. უკრაინელი მოკრივე. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 55 ორთაბრძოლიდან 52 მოგებული აქვს (მათ შორის 46 ნოკაუტით) ვიტალი კლიჩკოს ძმა.

1977 - ირინა სტანკინა. რუსი მძლეოსანი. 20 კმ-ზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.062511