ფეხბურთი

20:29 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ბარძალი გამოაკლდა

იტალიის ეროვნულ ნაკრებს წამყვანი მცველი ანდრეა ბარძალი გამოაკლდა. როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, 34 წლის სტოპერმა “სკუადრა აძურას” შეკრება კუნთის ტრავმის გამო უკვე დატოვა.

ვეტერანმა ფეხბურთელი დაზიანება გასულ კვირაში მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩისას მიიღო, თუმცა იტალიიც ჩემპიონატში კვირას, “ტორინოსთან” ითამაშა. იტალიური გამოცემების ვარაუდით, ბარძალის შესაძლოა, სერია A-ს მომდევნო ტური “ემპოლისთან” გაუცდეს, რომელიც 2 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ანტონიო კონტეს გუნდი 24 მარტს, ესპანეთს, ხოლო 5 დღის შემდეგ გერმანიას ამხანაგურად გაეჯიბრება. კონტეს ტრავმის გამო კიდევ ერთი წამყვანი მცველი ჯორჯო კიელინი აკლია, ხოლო ფორვარდი ჩირო იმობილე იმავე მიზეზის გამო ბრიუსელის “ანდერლეხტის” თავდამსხმელმა სტეფანო ოკაკამ ჩაანაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112836