ფეხბურთი

12:07 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა ლინეკერის რეკორდი გააუმჯობესა

მადრიდის “რეალის” შემტევი გარეტ ბეილი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბრიტანელი ბომბარდირია. 26 წლის უელსელი ფეხბურთელისთვის 30-ე ტურში “სევილიას” (4:0) კარში გატანილი გოლი ლა ლიგაში 43-ე გამოდგა და ამით მან “ბარსელონას” ყოფილი ფორვარდის, ინგლისელი გარი ლინეკერის რეკორდი გააუმჯობესა.

ლინეკერი კატალონიური კლუბის ღირსებას 1986-89 წლებში იცავდა და ესპანეთის ჩემპიონატის 103 მატჩში 42 გოლი მიითვალა. ბეილს კი 2013 წლიდან “რეალის” მაისურით ლა ლიგაში 76 მატჩი ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129089