ფეხბურთი

16:37 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პეკერმანმა 26 მოთამაშეს დაუძახა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო. კოლუმბიელები 24 და 29 მარტს, შესაბამისად, გასვლაზე ბოლივიისა და საკუთარ მოედანზე ეკვადორის ნაკრებებს გაეჯიბრებიან.

პეკერმანის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: დავიდ ოსპინა (“არსენალი”, ინგლისი), კამილო ვარგასი (“არგენტინოს ხუნიორსი”), რობინსონ ძაპატა (“სანტა ფე”)

მცველები: სანტიაგო არიასი (“პსვ ეინდჰოვენი”, ჰოლანდია), კრისტიან ძაპატა (“მილანი”, იტალია), ჯეისონ მურილო (“ინტერი”, იტალია), ოსკარ მურილო (“პაჩუკა”, მექსიკა), ფრანკ ფაბრა (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), უილიამ ტესილო (“სანტა ფე”), ფარიდ დიასი (“ატლეტიკონასიონალი”), სტეფან მედინა (“პაჩუკა”, მექსიკა)

ნახევარმცველები: სებასტიან პერესი (“ატლეტიკო ნასიონალი”), გილერმო ცელისი (“დეპორტივო ჟუნიორი”), ედვინ კარდონა (“მონტერეი”, მექსიკა), ხამეს როდრიგესი (“რეალი”, ესპანეთი), დანიელ ტორესი (“მედელინი”), აბელ აგუილარი (“”ბელენენსეში”, პორტუგალია), გუსტავო კეულაარი (“ფლამენგო”, ბრაზილია), ხუან კუადრადო (“იუვენტუსი”, იტალია), ვიქტორ იბარბო (“ატლეტიკო ნასიონალი”)

თავდამსხმელები: ლუის მურიელი (“სამპდორია”, იტალია), კარლოს ბაკა (“მილანი”, იტალია), ადრიან რამოსი (“დორტმუნდი”, გერმანია), დაირო მორენო (“ტიხუანა”, მექსიკა), მარლოს მორენო (“ატლეტიკო ნასიონალი”), ლუის კენონეში (“პუმასი”, მექსიკა)

კოლუმბია სამხრეთამერიკის შესარჩევში 4 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მეშვიდე ადგილზეა და ქულების მოპოვება ჰაერივით სჭირდება.

0.11138