ფეხბურთი

23:32 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის საგოლე პასი “ანჟისთან”, ჭანტურიასა და ოქრიაშვილის ფრეები (+VIDEO)

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის “სპარტაკმა” სტუმრად 4:0 სძლია მახაჩყალის “ანჟის” და ჯანო ანანიძემ საგოლე პასი გააკეთა: რბილად ჩაუწოდა კვინსი პრომესს, რომელმაც ჯერ გააჩერა ბურთი, მერე კი ზუსტადაც დაარტყა. ანანიძემ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. “სპარტაკს” რაც შეეხება, მესამე ადგილზეა.

კვლავ არ უთამაშია “როსტოვში” ნიკა კაჭარავას. როსტოველებმა “ამკართან” გასვლაზე 0:0 დაასრულეს შეხვედრა “ამკართან” და პირველ ადგილზე არიან, თუმცა ცსკა-ს ჯერ სათამაშო აქვს ტურში და ერთ ქულას აგებს ლიდერთან.

დანიის სუპერლიგაში მათე ვაწაძე არ გამოჩენილა, მისმა “ორჰუსმა” სტუმრად 1:2 წააგო “ოლბორგთან” და ბოლოდან მესამეზეა. ვაწაძე განაცხადში არ ყოფილა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ჭანტურიას “დუისბურგი” ფრეს დასჯერდა გასვლაზე “პადერბორნთან” – 0:0. დასჯერდა იმიტომ, რომ მეტოქე 58-ე წუთიდან 10 კაცით იყო. ჭანტურია ხშირად ამწვავებდა დუისბურგელთა თამაშს, თუმცა საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. “დუისბურგი” ბოლო ადგილზე რჩება.

თურქეთის სუპერლიგაში ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია თორნიკე ოქრიაშვილის “ესქიშეჰირსფორმა”, რომელმაც 0:0 ითამაშა სტუმრად “ქაისერისფორთან”. ოქრიაშვილი 57-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.

0.118234