ფეხბურთი

23:06 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აბურჯანიაც იქნება

ესპანური “ხიმნასტიკის” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 23 მარტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს, მერე კი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, 29 მარტს ყაზახეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად.

ცნობისთვის, 23 მარტს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სან მარინოს ეთამაშება ევროშესარჩევში (“მიხეილ მესხზე”), 28-ში კი უკრაინას უმასპინძლებს ამხანაგურში – ეს ზესტაფონში.

აბურჯანია 21-წლამდელებშიც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, ეროვნულ გუნდში კი აქამდე არასოდეს გამოუძახებიათ. გიორგი კარგად შეეწყო “ხიმნასტიკს” და ქვეყნის მთავარ ნაკრებში მიწვევითაც დაუფასდა.

0.100065