ფეხბურთი

12:47 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: “უეფას სირცხვილია “იუვე” ლიგიდან რომ გავარდა”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ უეფა გააკრიტიკა. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, უსამართლო და მიუღებელია, როცა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან ისეთი ძლიერი გუნდი ეთიშება, როგორიც ტურინის “იუვენტუსია”.

“მე ვფიქრობ, მიუღებელია ის, რომ არსებობს სხვა უფრო დაბალი დონის თამაშები, მაშინ როცა ჩვენი თამაში ძალიან რთული იყო. ვხედავ, რომ ტურნირს უკვე გამოეთიშა ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც “იუვენტუსია”.

ჩემი აზრით, საჭიროა მერვედფინალში გუნდები განთესვის მიხედვით დაწყვილდნენ და არა ისე, როგორც ახლა ხდება”, - აღნიშნა “კალემ”.

აღსანიშნავია, რომ რუმენიგეს ეს მოსაზრება ახლა პირველად არ დაუფიქსირებია და კარგა ხანია ამ აზრზეა. შეგახსენებთ, “ბაიერნმა” “იუვენტუსს” ორი თამაშის ჯამში 6:4 მოუგო (დამატებით დროში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136825