ფეხბურთი

16:30 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა “ბაიერნს” ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების მცველი დავიდ ალაბა უახლოეს პერიოდში მიუნხენის “ბაიერნთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც Bild-ი იტყობინება, მხარეები თანამშრომლობის 2021 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხდნენ და ახალი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება. გერმანულ კლუბსა და ავსტრიელ ფეხბურთელს შორის ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლამდე აქვს.

23 წლის ალაბამ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121922