ფეხბურთი

18:40 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" ხიზანიშვილმა და კვეკვესკირმა გაიტანეს

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" აუტსაიდერ "რავანს" 3;1 მოუგო და მეოთხე ადგილზეა. "ინტერი" აგებდა, თუმცა პირველივე ტაიმში გაიტანა სამი გოლი და აქედან ორი ქართველის ანგარიშზე იყო: ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა თავი გამოიჩინეს.

ხიზანიშვილმა და კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ლაშა სალუქვაძე სასტარტოში იყო და მეორე ტაიმში ლაშა კასრაძემ შეცვალა. გიორგი ლომაია კი სათადარიგო გახლდათ.

აზალ-მა "ნეფთჩისთან" 1:1 ითამაშა და მეექვსე საფეხურზეა. აზალ-ის სასტარტოში იყო სანდრო გურული და სრულად ითამაშა, ხოლო ნუგზარ კვირტია შეცვლაზე შევიდა.

რუსეთის პრემიერლიგაში "მორდოვიამ" შინ 0:1 წააგო "კრასნოდართან" და ბოლო საფეხურზე დარჩა. "მორდოვიაში" ქართველებს არ უთამაშიათ: ნუკრი რევიშვილიც და მამუკა კობახიძეც სათადარიგოები იყვნენ.

თურქეთში "ესკიშეჰირსფორმა" შინ 3:3 დაასრულა მატჩი "ახისართან" და ბოლო ადგილზე დარჩა. თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ იყო.

ყაზახეთში, პირველ ტურში გოგიტა გოგუას "ირტიშმა" "ოკჯეპტესს" 1:0 სძლია. გოგუამ 90 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152819