ფეხბურთი

11:28 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: “ერთწლიანი გუნდებით ფეხბურთი ვერ განვითარდება”
“უცხოელების ჩამოყვანას, ქართველ სპეციალისტებზე აქცენტის გაკეთება სჯობს”

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ერთწლიანი გუნდებია ფეხბურთი ვერ განვითარდება. როგორც 41 წლის სპეციალისტმა Worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ის ხალხი, რომელთაც მიდგომა ერთწლიან გუნდებს უკავშირდება, ფეხბურთში საერთოდ არ უნდა იყვნენ.

ცეცაძემ საქართველოში უცხოელების ჩამოყვანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმჯობესია გუნდებმა აქცენტი ქართველ სპეციალისტებზე გააკეთონ, რადგან მხოლოდ უცხოელებზე აქცენტი შედეგს ვერმოიტანს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს უმაღლესი ლიგის ბინადარი “სამტრედია” ჩინებულად ათამაშდა – იმერულ გუნდს გასული წლის 21 ნოემბრიდან მოყოლებული არ წაუგია და შესაბამისად, წაუგებელი სერია სატურნირო ცხრილზეც ნელ-ნელა აისახა. “სამტრედია” ევროპა ლიგის ზონაში, მესამე ადგილზე იმყოფება და ზაფხულში ამ ტურნირზე თამაშის შანსი აქვს. თუმცა, მათი თავკაცი ჯერ ამაზე საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი გუნდის აშენებაა, რასაც მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წელი სჭირდება...

- “სამტრედიამ” ბოლო ტურში “საბურთალოს” 8:2 მოუგო და საერთოდ, 21 ნოემბრიდან მოყოლებული, 7 თამაშია გუნდს არ წაუგია. შესაბამისად, თამაშის ხარისხის მხრივ პროგრესი აშკარად თვალში საცემია...

- კარგია ჟურნალისტები თუ ხედავენ და ასე აფასებენ ჩვენს თამაშს, კმაყოფილები ვართ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ასეთი სიტუაციაა და ვცდილობთ ასე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს რა თქმა უნდა, ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვერ წავედით შეკრებაზე, მაქსიმალურად შევეცადეთ ნაყოფიერად გამოგვეყენებინა მოსამზადებელი პერიოდი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და ვნახოთ რა იქნება. ყველა თამაშზე კონკრეტულად ვემზადებით.

- წარმატებული სერიის ფონზე, ევროტურინერბზე გასვლაც რეალურად მოსჩანს. აპირებს თუ არა, ზაფხულში “სამტრედია” გაძლიერებას?

- ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენი მიზანია გუნდის შენება და ხუთეულში მოხვედრა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვით სამეულში შესვლაზე, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია კონკრეტულ მატჩში კარგად ასპარეზობა, თამაშის დახვეწვა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმაღლესი ლიგაა და პრო დონეა, ამიტომაც შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე კი, ევროტურნირებზე რომც ვერ მოვხვდეთ, კატასტროფა არ იქნება, რადგან ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრაა. თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. ჩემპიონობის შანსებიც გვაქვს, ეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ მაინც... თუმცა, წინასწარ იმაზე საუბარი, რომ ევროტურნირებზე გავალთ, ამას ვიზამთ თუ იმას, მიწანშეუწონელია. ფეხბურთს ასეთი საუბარი არ უხდება და არასერიოზულია, იმიტომ, რომ ეს გუნდი სულ 8 თვის შეკრებილია. ყველა ფეხბურთელი გაშვებული იყო, თანაც გამოცდილი არავინ დაგვიმატებია, მოვიყვანეთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ და ასე უცებ გუნდის აშენება წარმოუდგენელია. ამ ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავი არ შეურცხვენიათ და უმაღლეს ლიგას ალღო კარგად აუღეს. ამასთან ერთად თუ მოხდება, რომ ევროტურნირებზე გავალთ, რის შესაძლებლობაც მართლაც არის, გათვლებს მერე გავაკეთებთ. განვითარება უნდა მოხდეს შესაბამისად.

- საქართველოში ხშირია პრაქტიკა ე.წ. ერთწლიანი გუნდების. “სამტრედიას” შემთვევაში როგორ იქნება?

- ერთწლიანი გუნდი შეიძლება იყოს მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი”, გუნდები, რომელთაც შეუძლიათ მოიყვანონ ისეთი ფეხბურთელები, ვისაც მომზადება არ სჭირდებათ. უბრალოდ, მათ მწვრთნელი უნდა დაეხმაროს იმაში, რომ ხელი არ შეუშალოს. საქართველოში სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ჩემი აზრით, ფეხბურთში ისეთი ადამიანი არ უნდა იყოს, რომელიც ფიქრობს, რომ განვითარებად ქვეყანაში ერთ წელიწადში გუნდს გააკეთებს. ეს არასწორი მიდგომაა. იგივეა, რომ სახლის შენება სახურავიდან დაიწყო. უეფას ტურნირებზე გასვლა, სწორი მიდგომისა და მუშაობის, სიტუაციის შეფასების შედეგია. საერთოდ ასეთი შეკითვა არ უნდა არსებობდეს. ამას ჟურნალისტების მიმართ არ ვამბობ, ამ კითხვას იმიტომ სვამთ, რომ საქართველოში მართლა ასე ხდება და ერთწლიანი კი არა, ექვსთვიანი გუნდებიც გვინახავს. გუნდის ასაშენებლად ორი წელიც არაა საკმარისი მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წელი სჭირდება. ჩვენ რომ გვქონდეს საშუალება ერთ ფეხბურთელს 1.5 მილიონი გადავუხადოთ, მაგალითად, ჩამოვიყვანდით ხავიერ სავიოლას ან ვინმე სხვას და გვექნებოდა ერთწლიანი შედეგი, რადგან გავიდოდით ევროტურნირებზე. საერთოდ, ჩვენმა საკლუბო ფეხბურთმა წინ რომ წაიწიოს, ქართველები უნდა იყვნენ დასაქმებულები. მე არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ეგრეა და გუნდი ვერასდროს მიაღწევს უცხოელებზე სრული აქცენტით შედეგს. ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტის ადგილს უცხოელები იკავებენ, რაც მათ განვითარებას ხელს უშლის. ჩვენც ასე დავიწყეთ, გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ რაღაც შედეგი ვაჩვენეთ.

- გამოდის თქვენ წინააღმდეგი ხართ უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანის, რისი ფაქტებიც ბოლო დროს საქართველოში მომრავლდა. ბოლოს “საბურთალოში” მოხდა ასეთი რამ...

- არ აქვს მნიშვნელობა, ნუ დავკონკრეტდებით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე მირჩევნია ქართველებმა იმუშაონ, თუნდაც გამოუცდელები იყვნენ.

- კახა ცხადაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით, მომხდარის გამომწვევი მიზეზები რა იყო?

- რამ გამოიწვია, ეგ ყველამ კარგად იცის და მაგაზე საუბარს არ დავიწყებ. ფაქტია, რომ გუნდში სიტუაცია იყო კარგი და შედეგიც უკეთესი ჰქონდა.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.270395