ფეხბურთი

10:53 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდა: ბუფონმა ძოფს გადაასწრო

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის სერია A-ში მშრალი სერია გააგრძელა და დინო ძოფს გადაუსწრო. ახლა, ჯიჯი მეორე ადგილზეა, მას გოლი 926 წუთია არ გაუშვია და რეკორდის მოხსნამდე ძალიან ცოტა უკლია. პირველ პოზიციაზე კი სებასტიანო როსია, რომელმაც “მილანის” შემადგენლობაში 1993-1994 წლების სეზონში გოლი 929 წუთის განმავლობაში არ გაუშვა.

როგორც ხედავთ, “ბებერი ქალბატონის” კაპიტანს როსის რეკორდის მოსახსნელად სულ რაღაც სამი წუთი აშორებს. თუ ჯიჯი დამდეგ ტურში “ტორინოსთან” საკუთარ კარს მშრალად პირველი 4 წუთი შეინახავს, აბსოლუტური რეკორდის მფლობელი გახდება...

ბუფონმა ბოლოს გოლი მიმდინარე წლის 10 იანვარს, მე-19 ტურში გენუის “სამპდორიასთან” მატჩში გაუშვა, 64-ე წუთზე, როცა ანტონიო კასანოს დარტყმულს ვერ გაუმკლავდა. მას შემდგომ კი 10 თამაშია გოლს არაფრის დიდებით არ უშვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09952