ფეხბურთი

19:19 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ნიუკასლს” ბენიტესი გაწვრთნის

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა “ნიუკასლი” ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ”ჯორდების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

55 წლის სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე წარადგინა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი ბოლოს მადრიდის “რეალს” წვრთნიდა, საიდანაც იანვარში გაათავისუფლეს. პრემიერლიგაში კი, ესპანელი 2004-2010 (“ლივერპულში”) და 2012-2013 (“ჩელსიში”) წლებში მუშაობდა.

პრემიერლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე “ნიუკასლი” 24 ქულით მე-19 ადგილზეა და ჩემპიონშიფში დაქვეითება ემუქრება. ამის გამო, კლუბის ხელმძღვანელობამ სტივ მაკლარენს კარისკენ მიუთითა და ესპანელი მწვრთნელი მიიწვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137961