ფეხბურთი

11:21 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი ინგლისში ბრუნდება

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ნიუკასლ იუნაიტედს” დიდი ალბათობით, უახლოეს ხანებში ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს. ამის შესახებ დარწმუნებით იუწყებიან ავტორიტეტული ესპანური და ინგლისური გამოცემები: “მარკა” “ასი” და “ბი ბი სი”. როგორც ცნობილია, “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის მუშაობით და მას დათხოვნას უპირებენ. შესაბამისად, ბენიტესი, რომელიც მიმდინარე წლის 4 იანვრიდან მოყოლებული უმუშევარია, მაკლარენის შეცვლის მთავარი კანდიდატია.

მეტიც, რაფას დებიუტს დამდეგ უიქ-ენდზე ლიდერ “ლესტერ სიტისთან” შეხვედრაში ელიან.

“კაჭკაჭებმა” ბოლო 6 თამაშიდან 5 წააგეს და პრემიერლიგაში ამ დროისთვის ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117867