ფეხბურთი

14:03 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა ლუკა ზარანდია. ამ ინფორმაციას ბელგიური საიტებიც ავრცელებენ. ქართველები 23 მარტს ევროშესარჩევში სან მარინოს მასპინძლობენ და ასევე, 28 მარტს უკრაინას ეთამაშებიან ამხანაგურში.

როგორც იცით, ზარანდიას "გენკის" დუბლებში უწევს თამაში. კარგა ხანი ტრავმა ჰქონდა და ერთი თვის წინ ჩადგა მწყობრში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100295