ფეხბურთი

11:20 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: “იმედია, ბალოტელი “ლივერპულში” არასდროს დაბრუნდება”

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ 2014 წელს მარიო ბალოტელისთან კონტრაქტის გაფორმებით მერსისაიდელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს. მისი აზრით, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შეცდომაა ელ ჰაჯი დიუფისა და ალბერტო აკვილანის შეძენაც.

“ლივერპულმა რამდენიმე უსარგებლო ტრანსფერი განახორციელა. ამ სიაში უნდა შევიყვანოთ დიუფი და აკვილანი. მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელია, რომ კლუბმა კონტრაქტი გააფორმა მარიო ბალოტელისთან! ზოგი ამბობს, რომ მას ნიჭი აქვს, თუმცა მე ნამდვილად ვერ ვიხსენებ, როდის ითამაშა ამ ფეხბურთელმა კარგად. იმედი მაქვს, როცა “მილანში” ბალოტელის საიჯარო ვადა დასრულდება, მას მდიდარ ჩინურ სუპერლიგაში წაიყვანენ და ლივერპულში არ დაბრუნდება” - აღნიშნა კარაგერმა.

0.117292