ფეხბურთი

15:31 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ალაბათი დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი მიუნხენის “ბაიერნის” მცველით დავიდ ალაბათი დაინტერესდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ესპანური გრანდის წარმომადგენელი არიედო ბრაიდა “დორტმუნდის” და “ბაიერნის” მატჩს დაესწრო.

ბრაიდა აგრეთვე აკვირდებოდა პიერ-ემერიკ ობამეიანგს და ილქაი გიუნდოგანს. ესპანელს ავსტრიელის თამაში მოსწონდებია და ლუის ენრიკეს შტაბს ალაბას გადაბირება სურს. ბოლო წლებში ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა ბევრ წარმატებულ ევროპულ კლუბს სურს.

დავიდმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2015 წლის ივლისიდან ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 38-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107666