ფეხბურთი

13:51 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონში არსენი მობეზრდათ

ლონდონის “არსენალის” ქომაგებს სურთ სეზონის ბოლოს თავიანთი საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი არსენ ვენგერმა დატოვოს. გუშინ ინგლისის ასოციაციის თასზე “მეთოფეთა” ქომაგებმა ბანერი გადმოფინეს, რომელზეც მოგონებებისთვის მადლობას უხდიდნენ ფრანგს, მაგრამ იქვე გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ფაქტია, რომ “არსენალი” ვერც წლეულს აჩვენებს იმ ფეხბურთს, რასაც მისგან ფანები ელიან. ვენგერის გუნდი პრემიერლიგაში ლიდერ “ლესტერს” 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაში შინ “ბარსელონასთან” 0:2 აქვს წაგებული. რაც შეეხება ასოციაციის თასს, “ჰალ სიტის” მათ 4:0 მოუგეს და მომდევნო ეტაპზე “უოტფორდს” ეთამაშებიან.

0.112465