ფეხბურთი

12:53 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” იტალიური გუნდების კომპლექსი მოიშორა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორმატჩიან დუელში “რომას” (4:0) დამარცხებით მისთვის ერთობ უსიამოვნო ტრადიცია შეწყვიტა. საქმე ისაა, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო 28 წლის განმავლობაში იტალიურ გუნდებთან უეფას ტურნირების პლეი-ოფში წარმატებისთვის ვერ მიეღწია. ამ ხნის განმავლობაში ესპანურ გრანდს საპლეიოფო სტადიაზე აპენინელებთან თამაში სულ რვაჯერ მოუწია და ყველა შემთხვევაში ტურნირს გამოეთიშა.

“რეალს” რვა შემთხვევიდან ოთხჯერ ტურინის “იუვენტუსმა” აჯობა. “ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს 1995-1996, 2002-2003, 2004-2005 და 2014-2015 წლებში მოუგო. “რეალი” ორჯერ “მილანთან” დამარცხდა ორმატჩიანი დუელში 1988-1989 და 1989-1990 წლებში. ესპანელებს თითოჯერ “ტორინომ” (1991-1992) და “რომამ” (2007-2008) სძლიეს.

ბოლოს, “რეალს” იტალიურ გუნდთან პლეი-ოფის სტადიაზე 1987-1998 წლების სეზონში “ნაპოლისთან” მოეგო, როდესაც ნეაპოლიტანელებს ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე ორი შეხვედრის ჯამში 3:1 აჯობა (2:0, 1:1).

ამასთან, “რეალის” ერთადერთ შვებად აპენინურ გუნდებთან 1997-1998 წლების სეზონის ფინალი მიიჩნეოდა, როდესაც “სამეფო კლუბმა” ფინალში “იუვენტუსს” 1:0 მოუგო. თუმცა, აღნიშნული მატჩი თავისი სტატუსიდან გამომიდინარე საპლეი-ოფო არ ყოფილა შესაბამისად, გუშინ “რეალმა” 28 წლიანი წარუმატებელი სერია დაასრულა.

0.111304