ფეხბურთი

15:39 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტურბემ არგენტინის ნაკრებს პარაგვაი ამჯობინა

ინგლისური პრემიერლიგის ბინადარ “ბორნმუთის” თავდამსხმელი ხუან მანუელ იტურბე ამიერიდან პარაგვაის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ 22 წლის შემტევმა საკუთარ ტვიტერის გვერდიდან ამცნო ფართო საზოგადოებას. მოგეხსენებათ, იტურბე წარმოშობით არგენტინელია - 1993 წელს, ბუენოს არიესში დაიბადა.

“ჩემს ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ამის წყალობით გავხდი ადამიანი. ახლა, არჩევანის წინაშე ვიდექი, არგენტინა თუ პარაგვაი. თუმცა, ჩემი ოჯახის, მეგობრების დახმარებით მივიღე გადაწყვეტილება: პარაგვაის ნაკრებში ვითამაშებ თუ “ალბიროხაში” მიმიწვევენ”, - დაწერა იტურბემ.

ხუან იტრუბეს, რომელიც იტალიური “რომას” საკუთრებაა და ნისლიან ალბიონზე იჯარით თამაშობს, პარაგვაის 17 და 20-წლამდე ნაკრებთა რიგებში უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში კი ერთი თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა ამხანაგური. როგორც ჩანს, აქამდე იტურბეს არგენტინის ნაკრებში თამაშის იმედი ჰქონდა, თუმცა ამ მიზანზე ხელი ჩაიქნია და სამშობლოს პარაგვაი საბოლოოდ არჩია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108167