ფეხბურთი

12:42 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: “ერთ გოლით ბევრი რამ შეიცვლება”

იტალიური “რომას” თავკაცი ლუჩანო სპალეტი მიიჩნევს, რომ მათ მიერ გატანილ ერთ გოლს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. როგორც იტალიელმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “რომა” მოედანზე დამარცხებული არ უნდა გავიდეს.

“არ უნდა ვითამაშოთ წაგებაზე. მოედანზე სწორი განწყობით უნდა გავიდეთ და შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია. თუ პირველ გოლს ჩვენ გავიტანთ, ბევრი რამ შეიცვლება. 2008 წლის გახსენება კარგია, მაგრამ ის გუნდი მაღალ დონეზე დიდი ხანი თამაშობდა, ახლანდელი “რომა” კი გამართულ ფეხბურთს ცხრა თამაშია აჩვენებს”, - განაცხადა სპალეტიმ.

“რეალისა” და “რომას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120411