ფეხბურთი

10:36 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” 19-კაციანი შემადგენლობა “ეიბართან” მატჩისთვის

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ეიბართან” გასამართი პრიმერადივიზიონის 28-ე ტურის მატჩისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“ბლაუგრანას” მომდევნო შეხვედრისთვის ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება. გუნდს ტრავმის გამო რაფინია, ადრიანო და დუგლასი დააკლდებიან. დანი ალვეში კი “ბარსას” დაუბრუნდა. ბრაზილიელი ესპანელმა სპეციალისტმა “რაიოსთან” მოგებულ (5:1) მატჩში დაასვენა.

ენრიკეს გადაწყვეტილებით, “ეიბართან” მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა შემდეგ ფეხბურთელებს ექნებათ: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, არდა, ინიესტა, სუარესი, მესი, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, სერხი რობერტო, ვიდალი, ვერმალენი, მატიე.

“ეიბარის” და “ბარსელონას” დაპირისპირება 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. “ბლაგრანა” ამჯამად ცხრილის სათავეს 69 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფი “ატლეტიკო” დღეს “ვალენსიას” “მესტალიაზე” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110388