ფეხბურთი

21:17 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეშფორდი თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებმა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად მარკუს რეშფორდი დაასახელეს. ინფორმაცია “წითელი ეშმაკების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

18 წლის თავდამსხმელმა თებერვალში ევროპა ლიგაზე “მიდტიულანდთან” მატჩში (5:1) დუბლი შეასრულა, ასევე ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა პრემიერლიგაში “არსენალთან” მოგებულ შეხვედრაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110642