ფეხბურთი

22:05 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კანდიდატების პირველი ვარჯიში (+VIDEO)

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრების კანდიდატებმა დღეს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ივარჯიშეს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გაცნობითი ხასიათის შეკრება მოაწყო, სადაც მხოლოდ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ბასაზე საწვრთნელი პროცესი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვარჯიში ტრავმის გამო ოთარ კაკაბაძემ (დინამო თბილისი), გრიგოლ ჩაბრაძემ (საბურთალო), ნიკა ჭანტურიამ (ლოკომოტივი), მათე ცინცაძემ (დინამო თბილისი), ბექა ჭკუასელმა (დინამო ბათუმი) და ლუკა კიკაბიძემ (ლოკომოტივი) გამოტოვეს.

უკვე ცნობილია სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა, რომელიც გია გეგუჩაძესთან ერთად იმუშავებს. ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გია ჭიაბრიშვილი იქნება. მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძეა, ხოლო ფიზიკური მომზადების მწვრთნელად ივან ვუჩეტიჩი იმუშავებს.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ოცმა ფეხბურთელმა მიიღო.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), დავით მარიამიძე (დილა).

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია (სიონი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლუკა ნოზაძე (გურია).

ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), მათე კვირკვია (დილა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ზაურ გოგუაძე (მერანი), ირაკლი რუხაძე (საბურთალო).

თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (შუქურა), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი ხორხელი (საბურთალო).

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სან მარინოსთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზადებას 19 მარტს დაიწყებს, შემადგენლობა კი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოსა და სან მარინოს ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 მარტს გაიმართება, 28-ში კი გია გეგუჩაძის გუნდი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, უკრაინის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

სფფ-ს პრესსამსახური

0.148737