ფეხბურთი

21:25 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალი კარიერის ბოლომდე "იუვეში"

ტურინის “იუვენტუსი” წამყვან მცველ ანდრეა ბარძალის ნდობას უცხადებს. როგორც ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს, იტალიის საუკეთესო გუნდი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს კონტრაქტს 2018 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ინფორმაცია ოფიციალურ სახეს უახლოეს ხანებში მიიღებს. ბარძალის, რომელიც ახლა 34 წლისაა, “ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს, კერძოდ, ივნისის ბოლოს ეწურება.

ანდრეა, “იუვენტუსში” 2011 წლის იანვარში გერმანული “ვოლფსბურგიდან” 300 ათასი ევროს სანაცვლოდ ჩაირიცხა და მას შემდგომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილია. ჯორჯო კიელინისთან და ლეონარდო ბონუჩისთან ერთად კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური დაცვის ხაზი შექმნა.

ვეტერანმა მცველმა “იუვეში” თამაშისას ოთხჯერ სკუდეტო, სამჯერ იტალიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ იტალიის თასი მოიგო. ამასთან, შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია. ანდრეა იტალიის ნაკრების წევრი 2004 წლიდანაა და “სკუადრა აძურას” რიგებში 2006 წელს მუნდიალიც მოიგო. გერმანიაში, ჯერ კიდევ “პალერმოს” წევრმა თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება 2-ჯერ დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ბარძალი სანაკრებო კარიერას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12417