რაგბი

1:30 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნატახტარი" რაგბის კავშირის პარტნიორი კიდევ 4 წელი იქნება

გუშინ, სოფელ ნატახტარში საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში, მილიონ ლარს მიიღებს.

მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი კომპანიისგან ოთხი წლის განმავლობაში მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული რაგბის განვითარებას მოხმარდება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნებისთვის" პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 000 ლარის ოდენობით.
გოჩა სვანიძე: "ხელშეკრულება ითვალისწინებს მეგობრობის გაგრძელებას, რომელიც დაიწყო რვა წლის წინ. ციფრებში ეს გამოიხატება მილიონი ლარით და 4 წლიანი პროგრამით. ბუნებრივია, ეს თანხა მოხმარდება მთლიანად რაგბის განვითარებას. ნაკრებისთვის "ნატახტარმა" დამატებით გამოყო საპრემიო ფონდი. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატისთის 150 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება ნაკრების მოთამაშეთა პრემიებით წახალისებას".

თორნიკე ნიკოლაიშვილი: "უკვე რვა წელია კომპანია "ნატახტარი" და რაგბის კავშირი ვმეგობრობთ. ჩვენი კომპანიისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობა და მეგობრობა გრძელდება. რაგბის კავშირში ჯამურად მილიონი ლარი გადაირიცხება, ბონუსის სახით კი - 150 000 ლარი "ბორჯღალოსნების" პრემიალური ანაზღაურებისთვის. რაგბი ჩვენი თამაშია".

შეგახსენებთ, რომ "ნატახტარი" ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.216496