“ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა Sports Illustrated-თან საუბრისას ახალგაზრდულ წლებში მისი და პოპის “მეფის” მაიკლ ჯექსონის შეხვედრა გაიხსენა.
“როცა პირველი პოპულარობა მოვიდა, ამაზე ჩავფიქრდი და ძალიან სერიოზული გავხდი. შემდეგ ჯექსონმა მითხრა, რომ დავრჩენილიყავი ის, ვინც ვიყავი და სხვების გამო არასოდეს შევცვლილიყავი”- განაცხადა ბრაიანტმა.









