ფეხბურთი

12:02 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალს ტურინზე გული წყდება და ხელით არ უთამაშია

მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ტურინის “იუვენტუსთან” (2:2) გამართულ მატჩზე ისაუბრა და იმ ეპიზოდსაც შეეხო, როდესაც საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. მისი თქმით, მსაჯმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

“ვფიქრობ, პენალტი არ იყო, რადგან ხელით განზრახ არ მითამაშია. დღეს ჩაბი ალონსო თადარიგში დარჩა და მე ვითამაშე. მზად ვარ, “ბაიერნს” ამ პოზიციაზე მომავალშიც გამოვადგე და ყოველი ბურთისთვის ვიბრძოლო.

“იუვენტუსის” დატოვების გამო ვწუხვარ, ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან “იუვეში” 4 ფანტასტიური წელი გავატარე. ჩემს ცოლსაც ტურინში დარჩენა უნდოდა, მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა”, - თქვა ნამატჩევს ვიდალმა.

“ბაიერნისა” და “იუვენტუსის” საპასუხო შეხვედრა სამი კვირის შემდეგ მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113658