ფეხბურთი

10:25 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯარიმა, თამაშგარე, პენალტი – პრეტენზიები იტალიურად

ტურინის “იუვენტუსი” მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩში ინგლისელი არბიტრის, მარტინ ატკინსონის მუშაობით უკმაყოფილოა. ბრიტანელი მსაჯის მიმართ იტალიელებს რამდენიმე პრეტენზია აქვთ; კერძოდ, აპენინზე მიიჩნევენ, რომ ბრედფორდელმა არბიტრმა ჯერ არტურო ვიდალის ხელით თამაში ვერ შენიშნა და პენალტი არ დანიშნა “იუვეს” სასარგებლოდ, ხოლო არიენ რობენის გოლის ეპიზოდში რობერტ ლევანდოვსკის მხრიდან ლეონარდო ბონუჩიზე მოედნის ცენტრში წესების დარღვევაზე მიანიშნებენ.

ამასთან, კრიტიკა არც ატკინსონის თანაშემწეს, გვერდით მსაჯს მოჰკლებია: როდესაც ტომას მიულერს “ბებერი ქალბატონის” კარში გოლი გაჰქონდა, ლევანდოვსკი ჯიჯი ბუფონის წინ კედელივით იყო აღმართული და თანაც თამაშგარე მდგომარეობაში...

ისე, ახლა რამდენიც არ უნდა იდაონ, აღარაფერი შეიცვლება, თუმცა ატკინსონს რომ უშეცდომოდ არ უმსაჯია, ისედაც ნათელია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135633