ფეხბურთი

0:20 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა პსჟ-სთან დამარცხდა, აბურჯანიას გუნდი ფრეს დასჯერდა

ჯაბა კანკავამ პსჟ-სა და “რეიმსის” შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. ჯაბას გუნდმა პარიზში 1:4 წააგო. გუნდებს შორის კლასში დიდი განსხვავებაა და “რეიმსსაც” თითქმის სულ მეტოქის შეტევების ჩაშლაზე თამაში უწევდა. ასე იყო ჯაბაც. რეიმსელები ბოლოდან მეოთხე ადგილზე არიან, საშიშ ზონაში.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკი” 2:2-ს დასჯერდა “მალიორკასთან” გასვლაზე. აბურჯანიამ 90 წუთი ითამაშა და სტაბილურიც იყო, მოედნის ცენტრში კარგად მოქმედებდა. “ხიმნასტიკი” ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ორი პენალტით დასაჯეს, კიდევ, კაციც გაუძევეს და საბოლოოდ, ფრეს გამორჩა. “ხიმნასტიკი” მეხუთე ადგილზეა, თუმცა პრიმერაში გადასვლის შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132886