ფეხბურთი

20:44 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ოქრიაშვილმა თურქეთში შეუცვლელად ითამაშა

თორნიკე ოქრიაშვილი “ესკიშეჰირსფორის” სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და შეუცვლელადაც ითამაშა. თორნიკემ პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა მშვენიერი მომენტი და საერთოდაც, ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ეს “ქასიმფაშასთან” გასვლაზე 1:2 წაგებულ შეხვედრაში. “ესკიშეჰირსფორი” ბოლო ადგილზე დარჩა.

კვლავაც “რიზესფორის” 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა ნიკა ძალამიძე. რიზელებმა “ანთალიასფორთან” სტუმრად 1:2 წააგეს და მე-12 ადგილზე არიან.

გერმანიის მესამე ლიგა: გიორგი პაპუნაშვილმა 85 წუთი ითამაშა “ვერდერის” 23-წლამდელებში. “მიუნსტერთან” შეხვედრა 0:0 დასრულდა. აქტიური იყო გიორგი და ორჯერ სცადა გატანა, თუმცა ორჯერვე ოდნავ ააცილა კარს.

იტალიის ლიგა პრო-ში (რანგით მესამე) ირაკლი შეყილაძემ გაიტანა. “ტატუჩიოს” ქართველმა ფორვარდმა “პიზასთან” (1:2) შესძლო თავის გამოჩენა. როგორც იცით, შეყილაძე “ემპოლიში” იყო, ამ კლუბის ახალგაზრდული სკოლაც გაიარა, ძირითად გუნდში გადაიყვანეს და იქ უკვე ვეღარ მოიკიდა ფეხი.

საბერძნეთის სუპერლიგაში გიორგი მერებაშვილის “ლევადიაკოსმა” “კალონის” 1:0 აჯობა და ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზეა. მერებაშვილი სასტარტოში გახლდათ და მე-60 წუთზე შეცვალეს, როცა ჯერ 0:0 იყო.

0.144762