ჭიდაობა

15:30 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი - მედვედის გრან-პრის გამარჯვებულები
18-19 თებერვალს მინსკში გაიმართა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის გრან-პრის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, მესამე ადგილები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (125) დაიკავეს.

ბრინჯაოსთვის იჭიდავეს ოთარ გოგავამ (57), კოტე ხაბალაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), სანდრო ამინაშვილმა (86) და გიორგი საკანდელიძემ (125), მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

იაკობიშვილმა (70) თავდაპირველად რუსი შარაპ გიტინოვი დაამარცხა 5-0, მომდევნო წრეში თანაგუნდელ დავით ტლაშაძეს მოუგო 6-2, მეოთხედფინალში რუსი რუსტამბეკ მასხადოვი 9-2, ხოლო ნახევარფინალში ამერიკელი აარონ პიკო 5-3 დაამარცხა. ფინალში მან დამაჯერებლად მოუგო რუს ამირე ბერუკოვს 9-4.

გენო პეტრიაშვილმა (125) რუსი ანზორ ხიზრიევის ძლევით დაიწყო 10-3, მომდევნო წრეში თანაგუნდელ გიორგი საკანდელიძეს მოუგო 6-0, ნახევარფინალში კი ირანელების ოლიმპიური პრიზიორი კომეილ გასემი 9-4 დაამარცხა. ფინალში გენო 3:40 წუთში იოლად გაუსწორდა აზერბაიჯანელ საიდ გამიდოვს 10-0.

ხინჩეგაშვილმა (61), რომელმაც ზედა წონაში იჭიდავა, ნახევარფინალამდე უნგრელი ჯოზეფ მოლნარი 10-0, ყაზახი ტიმურ აიტკულოვი და რუსი შამილ ომაროვი ერთნაირი ანგარიშით 6-3 დაამარცხა, ნახევარფინალი რუსთა მსოფლიოს ჩემპიონ ბეკხან გოიგერეევთან შეხვედრა 6-6 დაასრულა, თუმცა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, გამარჯვება რუს ფალავანს მიანიჭეს. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელი ახმედ გვარზატილოვი დაძაბურ პაექრობაში 10-9 დაამარცხა.

დავით მარსაგიშვილი (86) ხინჩეგაშვილის მსგავსად, ნახევარფინალში ფრეზე დამარცხდა 4-4 აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან, მანამდე კი გაბონელი ინტიპე ქუინტინო 14-1, ბელარუსი დენის ხრემენკოვი 11-0 და ირანელი ალირეზა კარიმიმაჩიანი დამაჯერებლად 10-0 დაამარცხა, მესამე ადგილისათვის კი რუს ხაბი ხაშპაკოვს 6-0 სძლია.

ელიზბარ ოდიკაძემ (97) ამერიკელი კევიდ გადსონი 7-2 და ყაზახი მამედ იბრაგიმოვი 4-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბელარუს ივან იანკოვსკისთან 4-5 წააგო. ბრინჯაოსთვის მან გერმანელი გენადი გუდინოვიჩი 10-0 გაანადგურა.

გუნდს მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი იყო, მწვრთნელები კი ალეკო კახნიაშვილი, დავით პოღოსიანი, ემზარი ბედინეიშვილი და არჩილ ქიტიაშვილი.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136681