ფეხბურთი

23:22 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია ზედიზედ მეორედ მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს (+VIDEO)

ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩის, რომელშიც “ხიმნასტიკმა” “ელჩეს” მოუგო (1:0), საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გიორგიმ აღნიშნულ მატჩში ჩინებულად ითამაშა და ერთადერთი გოლი ხოსე ნარანხომ მე-11 წუთზე სწორედ მისი პასით გაიტანა (VIDEO).

აბურჯანიამ “ნასტიკის” რიგებში ძირითად შემადგენლობაში აქამდე მხოლოდ ორჯერ ითამაშა და აღსანიშნავია, რომ ორივე ჯერზე საგოლე პასი გააკეთა. ამასთან, ხსენებული შეხვედრების საუკეთესო ფეხბურთელად 21 წლის ქართველი შუახაზელი დასახელდა.

Loading...
0.12708