ფეხბურთი

13:00 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერატიმ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ პარიზული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. ვერატის გუნდთან ძველი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურებოდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ამ გუნდში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. მინდა პსჟ-ში რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო”, - თქვა იტალიელმა შუახაზელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ვერატი “პარკ დე პრენსზე” 2012 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის საკვანძო ფიგურად მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში მარკოს ლიგა 1-ში 16, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.170581