ჭადრაკი

22:29 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

მსოფლიოს ქალთა გრან-პრის მე-2 ეტაპზე, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს, წარმატებულად თამაშობს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2529).

მე-4 ტურში ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონი, ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა (2509) დაამარცხა და 3.0 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა, ნანას წინ მხოლოდ რუსი ნატალია პოგონინაა (2454), რომელმაც შავებით ნინო ბაციაშვილს (2485) სძლია.

შედეგად, ბაციაშვილს 1.0 ქულა შერჩა და 12 მონაწილეს შორის ბოლოსწინა პოზიციამდე დაქვეითდა.

მე-5 ტურში, რომელიც 16 თებერვალს შედგება, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ჩინელ ქსუე ჟაოს (2506) ეთამაშება. ამ უკანასკნელს 2.5 ქულით მე-3 საფეხურზეა. რაც შეეხება ბაციაშვილს, ის შავებით უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2484) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.665125