ფეხბურთი

21:35 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ შესაძლოა “ბაიერნი” ვადაზე ადრე დატოვოს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. როგორც ბრიტანული Express-ი იუწყება, იმ შემთხვევაში თუ “რეკორდმაისტერები” ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ დაამარცხებენ, გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა ესპანელს გაანთავისუფლებს.

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ “მანჩესტერ სიტის” მომავალი სეზონიდან გვარდიოლა გაწვრთნის. აგრეთვე მიუნხენელებს პეპის ნაცვლად კარლო ანჩელოტი უთავკაცებს.

“ბაიერნი” “ბიანკონერს” შინ 23 თებერვალს მიიღებს, ხოლო ტურინში განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117791