ფეხბურთი

12:53 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბადშტუბერის მორიგი ტრავმა – გერმანელისთვის სეზონი დასრულებულია

გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა და მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა და მოედანზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვერ გავა. ინფორმაციას “რეკორდმაისტერთა” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

26 წლის მცველმა კოჭის დაზიანება “აუგსბურგთან” გასამართი ბუნდესლიგის მატჩისწინა სამწვრთნელო პროცესის დროს მიიღო. ოფიციალური პროგნოზით გერმანელის სარეაბილიტაციო პერიოდი სამ თვეს გასტანს და 16 მაისიდან თამაში შეეძლება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება 14 მაისს მთავრდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს “სან სიროზე” გაიმართება. აქედან გამომდინარე, თუ “ბაიერნი” ფინალში იასპარეზებს.

0.111907