ფეხბურთი

18:30 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” ობემეიანგი უნდა, “დორტმუნდს” – 70 მილიონი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “დორტმუნდის” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იქნება. როგორც Daily Mail-ი იუწყება, “ბორუსია” მზადაა ფეხბურთელი 70 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ გაყიდოს.

ჯერჯერობით უცნობია “წითელი ეშმაკების” დამოკიდებულება ამ ფასის მიმართ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გასული წლის მონაცემებით 35 მილიონ ევროს შეადგენს და დიდი ალბათობით გაბონელის ფასი სეზონის ბოლომდე 10-15 მილიონით გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში აფრიკელმა თავდამსხმელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111971