სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:02 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ამ შეკრებამ დაგვანახა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია "
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა - უმაღლესი ლიგის მეორე წრის განახლებამდე, რომელიც სტარტს 19 თებერვლიდან აიღებს, რამდენიმე დღეა დარჩენილი. წლეულს საბურთალოელები პირველ ოფიციალურ მატჩში "ცხინვალს" დაუპირისპირდებიან.
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას თურქული შეკრება შეაფასა.
გიორგი ჭიაბრიშვილმა: პირველ ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ შეკრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ამავდროულად, აღსანიშნავი და გამოსარჩევია, რომ საუკეთესო პირობებში ვიყავით, როგორც სავარჯიშო და სათამაშო, ასევე საცხოვრებელი კუთხითაც. გვქონდა, საკმაოდ ნაყოფიერი საკონტროლო მატჩები და შეუძლებელია ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს.
- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახეთ?
- სიმართლე გითხრათ, უფრო მეტ უარყოფითს ველოდი, მაგრამ მოხდა პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ სამ შეხვედრაში დავმარცხდით და ორ მატჩში გავიმარჯვეთ, საერთო ჯამში ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. მეტოქეებს ვჯობდით, როგორც ბურთის ფლობაში, ასევე ფეხბურთის თამაშში. თუმცა, შეკრებები იმისთვის ხდება, რომ ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. კარგია, როდესაც ამხანაგურ შეხვედრებშიც იმარჯვებ, მაგრამ ასეთ პერიოდში, შედეგი მაინც და მაინც მნიშვნელოვანი არ არის.
- გასული წლის შემდეგ რამდენად გაზრდილია გუნდი?
- ძალიან დიდი სხვაობაა გასული სეზონსა და ახლანდელ გუნდს შორის, ამას ოფიციალური მატჩები დაგვანახებს. გასულ შეკრებაზე როდესაც ვიყავით, ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არ გვითამაშია, როგორც ახლა. წლეულს, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის უმაღლესლიგელებთან ვიასპარეზეთ, რომლებიც ევროპაში არ არიან ხელწამოსაკრავნი. ამ შეკრებამ დაგვანახა, რომ ტოლ-სწორად შეგვიძლია ევროპის საშუალო დონის გუნდებთან თამაში. მომავალში, როდესაც შეკრებას გავივლით, ვეცდებით კიდევ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგებს დავუპირისპირდეთ.
- იმ გუნდებიდან, რომლებსაც თურქეთში შეკრებისას გაეჯიბრეთ, რომელს გამოარჩევთ?
- ძალიან მომეწონა ბულგარეთის "პირინი" - მეტოქე მოძრავი, ორგანიზებული და კარგად დაბალანსებული იყო. სლავებთან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოვიგეთ. ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩეხეთის "ზლინმა".
- პირველ წრეში "საბურთალომ" 20 ქულის მოგროვება შეძლო. რას უნდა ველოდოთ მეორე წრეში?
- ამ ეტაპზე მთავარია გამოცდილება მივიღოთ და უმაღლესში ადგილი შევინარჩუნოთ. უძლიერესთა რიგებში წლეულს პირველ სეზონს ვატარებთ და თავისებური შეჩვევაც უნდა. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წლების სეზონში უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ.
- გადაწყდა, რომ მეორე წრეს "საბურთალო" მეტოქეებს "მიხეილ მესხის" სახელობის სათადარიგოთა მოედანზე უმასპინძლებს. რის გამო მიიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება?
- თუ არის საშუალება, რა თქმა უნდა ბუნებრივსაფრიან მინდორზე თამაში ჯობია, ხელოვნურზე თამაშს. ჩვენს ფეხბურთელებს წინსვლისა და განვითარებისთვის ბუნებრივ საფარზე თამაში სჭირდებათ, რათა სამომავლოდ წარმატებული ფეხბურთელები გაიზარდნონ და ქვეყანას გამოადგნენ. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს, სეზონის განმავლობაში მრავლად უწევთ სხვადასხვა რანგის მატჩების ჩატარება და ამ კუთხითაც გაუადვილდებათ. როდესაც ხელოვნურ საფარზე თამაშობ და სანაკრებო ბატალიების დროს გაზონზე გიწევს ასპარეზობა, რთულია ერთიდან, მეორეზე გადართვა.
"საბურთალო" სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ბუნებრივ საფარზე ასპარეზობა კი ხელს შეგვიწყობს მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ.
- თუმცა, ის მთავარი "კოზირი", რომელიც "საბურთალოს" "ბენდელაზე" ასპარეზობისას ჰქონდა, აღარ ექნება...
- ყველა კლუბს საკუთარ მოედანზე თამაშისას თავისი პლუსები გააჩნია, ასეა "საბურთალოს" შემთხვევაშიც. მეტოქეებთან გვქონდა გარკვეული უპირატესობები, ამას პირველ წრეში მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს. ქულების უმეტესობა სწორედ საკუთარ კედლებში დავაგროვეთ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, განვითარებისთვის ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. "ბენდელაზე" საბურთალოს" დამარცხება რთულია, მაგრამ მჯერა სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
ვფიქრობ, პირველ წრეში საინტერესო და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვეცდებით.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110697
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X