ფეხბურთი

15:04 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა და ესპანეთში დაბრუნება უნდა

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ფეხბურთელმა მესუტ იოზილმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკას” ინფორმაციით კი, 27 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა ისევ ესპანეთში გააგრძელოს. წყაროს ცნობით, გერმანელის შეძენის სურვილი კატალონიის “ბარსელონას” აქვს. ამ დროისთვის უცნობია თუ რა პირობების შეთავაზებას აპირებს “ბლაუგრანა” როგორც იოზილისთვის, ისე “არსენალის” ხელმძღვანელობისთვის.

შეგახსენებთ, მესუტი “ემირეითს სთედიუმზე” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია. იოზილს “მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111056