ფეხბურთი

11:52 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” “კიკერსა” და “ბილდს” დაუპირისპირდა

გერმანიის ჩემპიონი “ბაიერნი” ქვეყნის ყველაზე პოპულარულ გამოცემებს “კიკერსა” და “ბილდს” ბოდიშის მოხდას სთხოვს. როგორც გუნდის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ხსენებული გამოცემები “რეკორდმაისტერის” ჩილელი ლეგიონერის, არტურო ვიდალის თაობაზე არასწორ ინფორმაციებს აქვეყნებენ.

კერძოდ, “ბაიერნის” ხელძღვანელთა განცხადებით, “ბილდმა” და “კიკერმა” დაწერეს, რომ ვიდალის გასამრჯელო მიუნხენში წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს, რაც როგორც კლუბი განმარტავს ტყუილია. ამასთან, “ბილდი” ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ვიდალსა და მიუნხენური გიგანტის შეფებს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა, რადგან ვიდალი ერთ-ერთ ვარჯიშზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა.

შეგახსენებთ, არტურო ვიდალი მიუნხენურ გუნდში გასულ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსიდან” ჩაირიცხა, თუმცა ისეთი ეფექტური ვერ არის, როგორც იტალიაში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114339