ფეხბურთი

21:13 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჰოფენჰაიმს” ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ეყოლება

“ჰოფენჰაიმს” ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ეყოლება. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “სოფლელებს” 28 წლის იულიან ნაგელსმანი დამოძღვრავს.

28 წლის სპეციალისტს “ჰოფენჰაიმი” ზაფხულიდან უნდა გაეწვრთნა, თუმცა მას შემდეგ რაც ჰუბ სტევენსმა გულის არითმიის გამო მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იულიანი კლუბს ნაადრევად ჩაუდგა სათავეში. ის “სოფლელებს” 2019 წლამდე გაწვრთნის.

“ჰოფენჰაიმი” ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გავარდნის ერთ-ერთი რეალურია კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113906