ფეხბურთი

15:51 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მორდოვიაში” რევიშვილს ჯერ ასვენებენ

რუსეთის პრემიერლიგელი “მორდოვია” კვიპროსზე გადის შეკრებას და ქვედა ლიგის გუნდებთან დიდი ანგარიშით იგებს მატჩებს. ბოლო შეხვედრაში “მორდოვიამ” 8:2 სძლია იტალიის სერია დ-ის წარმომადგენელ “ვოლუნტასს” და მამუკა კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნუკრი რევიშვილს არ უთამაშია.

ნუკრის უთამაშებლობის მიზეზი ისაა, რომ “მორდოვიას” შეკრებაზე 4 მეკარე ჰყავს და სუსტ მეტოქეებთან სხვა გოლკიპერებს სინჯავს. რევიშვილს არც წინა მატჩში უთამაშია, როცა რუსულმა გუნდმა იტალიურ “ტერნანას” 5:0 მოუგო.

0.127696